საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო სემინარი „მსოფლიოში დამწერლობათა კულტურა – საქართველო“



აერთაშორისო სემინარი იონსეის უნივერსიტეტშიმსოფლიოში დამწერლობათა კულტურასაქართველო

11 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, იონსეის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა დარბაზში ჩატარდა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და იონსეის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სემინარიმსოფლიოში დამწერლობათა კულტურასაქართველო“, სადაც ქართული ანბანის თაობაზე მოხსენებით წარდგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფ. ნინო დობორჯგინიძე. დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად პროფ. ჩო ჯუ-კვანს საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.


2018 წლის 11 მაისი