საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

12 თებერვალს, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, -ნი მიხეილ გიორგაძე ქალაქ სეულში შეხვდა კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრს, - დო ჯონგ-ჰვანს. მხარეებმა განიხილეს ორ უწყებას შორის კულტურისა და სპორტის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში, ორმა მინისტრმა ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სპორტის სფეროში მრავალმხრივ და ინსტიტუციურ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, მინისტრ დო ჯონგ-ჰვანის სახელით გაიმართა მაღალი დონის მიღება, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, -ნმა მიხეილ გიორგაძემ. მინისტრმა გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა ქართული მხარის წვლილი მსოფლიო სპორტის განვითარებაში, მათ შორის ის სპორტული ღონისძიებები, რომლებსაც საქართველომ უმასპინძლა და ხაზი გაუსვა სპორტის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

 

2018 წლის 13 თებერვალი