საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ბიოგრაფია

ოთარ ბერძენიშვილი დაიბადა 1978 წლის 19 სექტემბერს ქ. თბილისში.

1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 1-ელი საშუალო სკოლა.
1995-1999 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი.
1999-2002 წლებში დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის მაგისტრატურა, სახელმწიფო მართვა.
2005-2006 ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, SAIS საზაფხულო პროგრამა - უმაღლეს საერთაშორისო სწავლებათა სკოლა - საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ბიზნესი.
2008 ნატოს თავდაცვის კოლეჯი, რომი, იტალია - ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს ტრანსფორმაცია, გლობალური უსაფრთხოების გარემო და ნატო.
2009 ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრი, გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია - გლობალური უსაფრთხოება, ტრანსნაციონალური გამოწვევა, საერთაშორისო ნორმები, შეიარაღებული კონფლიქტი და ტერორიზმი.
1999-2000 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, სტაჟიორი.
2000-2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი.
2004-2008 საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, პირველი მდივანი.
2008-2009 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე.
2009-2010 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი.
2011-2016 საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკაში, ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM) საქართველოს წარმომადგენელი.
2016 საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2017 საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ფლობს ქართულ (მშობლიური), ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

ჯილდო: ბრაზილიის ეროვნული უმაღლესი ორდენი „დიდი სამხრეთის ჯვარი".

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.