საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი გაიმართა

30 სექტემბერს, სეულში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი, მე-8 რაუნდი გაიმართა, მინისტრის მოადგილეების დონეზე. კონსულტაციებზე საქართველოს დელეგაციას ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კორეის მხარეს იეო სეუნგ ბაე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. კერძოდ საუბარი შეეხო, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობების მზარდ დინამიკას, ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, საპარლამენტო განზომილების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას,   საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერას, ასევე ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და განათლების  სფეროებში  გამოცდილების გაზიარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურებას, რისი მკაფიო გამოხატულებაცაა საქართველოსა და კორეა შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (FTA) მიზანშეწონილობის კვლევის დასრულება, აგრეთვე ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს პანდემიასთან გამკლავების მიზნით საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფისთვის და ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე დიაგნოსტიკური საშუალებების დროული მიღების კუთხით აღმოჩენილი ხელშეწყობისთვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსოფლიოში პანდემიით შექმნილი ვითარების დასაძლევად საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელობას. 

ამასთან, შეხვედრაზე ფართოდ განხილულ  იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ქართული მხარე მიესალმა 2022 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას, რაც ერთმნიშვნელოვნად გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას და  მეგობრულ კავშირებს.

დასასრულს განხილულ იქნა საქართველო-კორეას შორის მომავალ წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის აღსანიშნავად, კულტურისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.

ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თამხლებ დელეგაციასთან ერთად, კორეის ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრა გამართა კორეა-საქართველოს, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ბ-ნ ლი ვონ-ვუკთან.

მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში, მეგობრობის ჯგუფების ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნ როლს ასრულებს, საქართველოს და კორეას შორის კავშირების განმტკიცებასა და შემდგომ განვითარებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საპარლამენტო თანამშრომლობის გაზრდის შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა, საპარლამენტო დონეზე ვიზიტების გაცვლის და მეგობრობის ჯგუფების წევრების მონაწილეობით, ვირტუალურ  ფორმატში სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობაზე. დადებითი შეფასება მიეცა, მ.წ. 7-9 სექტემბერს, ქ. ვენაში, პარლამენტის სპიკერების მე-5 კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრას.

გამოითქვა, აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა, რათა 2022 წელს, საპარლამენტო განზომილებაში აღინიშნოს, საქართველოს და კორეას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე.   

ვიზიტის დროს, ასევე, გაიმართა ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები კორეის ვაჭრობის, ინდუსტრიის და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ვაჭრობის მოლაპარაკებების საკითხბეში, ბატონ იონჯონგ ჩუნთან, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარესთან, ბ-ნ კვანგ ჰი-ჰონგთან და კორეის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის (KITA) ვიცე პრეზიდენტთან, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ბ-ნ ჰაკჰი ჯოს, სადაც განხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების შესახებ მოლაპარაკებების შესაძლო გახსნა, ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.