საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო გამოფენა

კორეის ეროვნული პარკების სამსახურის და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ასევე საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, .. 7 ივნისს გაიმართა საქართველოს და კორეის ეროვნული პარკების ფოტო გამოფენები.


კორეის რესპუბლიკის, . ვონჯუში წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. მათ შორის კორეელ ტურისტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობა - ყაზბეგის ეროვნული პარკი.

კორეაში მიმდინარე გამოფენის პარალელურად, საქართველოში, ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიხსნა კორეის ეროვნული პარკების ფოტო გამოფენა, რომელზეც შესაძლებელი იქნება კორეის ეროვნული ფოტო კონკურსის ჯილდოს მფლობელი ნამუშევრების ხილვა.

გამოფენა ქართველ და კორეელ დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ, ორი ქვეყნის დაცულ ლანდშაფტებს და ეროვნული პარკების მნიშვნელოვან წვლილს ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების საკითხში.


7 ივნისს, გამოფენა საზეიმოდ გახსნა, კორეის ეროვნული პარკების თავმჯდომარემ, -მა ჰიუნგ-კუნ სონგმა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, -მა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, -მა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და საქართველოს ელჩმა კორეის რესპუბლიკაში, -მა ოთარ ბერძენიშვილმა. ქალაქ ვონჯუში ასევე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.


პროექტი ხორციელდება საელჩოს და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის იგეგმება ვიზიტების გაცვლა და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.


ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილეს.


საელჩო მადლობას უხდის კორეის ეროვნული პარკების სამსახურს და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.