საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო მეღვინეობის აკვანი

საქართველოს საელჩოს და კორეის ფონდის ორგანიზებით, სეულში, მ.წ. 3 მარტიდან 1 აპრილამდე, ფონდის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში მოეწყობა ფოტო გამოფენა სახელწოდებით „საქართველო მეღვინეობის აკვანი“. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ცივილიზაციის და მეღვინეობის ისტორიის შესახებ, მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ექსპოზიციას კორეის რესპუბლიკა პირველად მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები. საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან კულტურას. გამოფენის კონცეფცია და ვიზუალური მასალა,  ადგილობრივ დამთვალიერებლებს, ფიზიკური დასწრების და ასევე ვირტუალური ფორმატის მეშვეობით, საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გააცნობს.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის კორეის ფონდს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლობისთვის და აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.  

ვირტუალური ტური "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" ხელმისაწვდომია მითითებულ ვებ-გვერდზე.  

https://eazel.net/exhibitions/842?ac=bhsk15ww&fbclid=IwAR2JwsCduD0DrOHKzbtHiYQIz3w4y0chTI0nv9TL1y9AdHz4RFLIE1iYryc