2021 წლის, 4 თებერვალს, ქ. სეულში, კორეის რესპუბლიკა, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქ-მა კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-მა ოთარ ბერძენიშვილმა.
აღნიშნული კიდევ ერთი დასტურია ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავების, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.