საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის საღამო

3 თებერვალს, სეულის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის ღვინის სპეციალიზებულ რესტორან “ONEUL”-ში გაიმართა ქართული ღვინის საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციის შესახებ და დამსწრეთათვის – ქვევრის ღვინო.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სეულის წამყვანი რესტორნებისა და კვების ობიექტთა ქსელების შეფ-მზარეულები, სომელიეები და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები. საღამო ფოკუსირებული იყო ქართული ღვინის იმპორტით დაინტერესებულ პირებზე და სოციალური ქსელების მეშვეობით მის შესახებ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ცნობადობის გაზრდაზე.

ხსენებული ინიციატივა ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული წარმოების პროდუქციის წარმოჩენის მიზნით საელჩოს მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებათა ციკლის ნაწილია.

2020 წლის 3 თებერვალი