საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

SIWA BAZAAR 2019

18 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ, მონაწილეობა მიიღო, სეულის საერთაშორისო ქალთა ასოციაციის (Seoul International Women’s Association, SIWA) და დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართულ 57-ე გამოფენა-გაყიდვაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: ქართული ღვინო, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ასევე საქართველოს კულტურის და ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი საინფორმაციო მასალა.

SIWA Bazzar წარმოადგენს სეულის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ადგილობრივი მწარმოებლები.

შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს.

2019 წლის 18 ნოემბერი