საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისში კორეა-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

მიმდინარე წლის 27-28 სექტემბერს, საელჩოს ინიციატივით და მხარდაჭერით, შედგა კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციისა (KOIMA) და მისი 9 წევრი კომპანიის ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში.

ხსენებულის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართა B2B შეხვედრები ქართულ კომპანიებსა (39 კომპანია) და კორეულ იმპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს შორის. საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, KOIMA-ს პრეზიდენტმა გამართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქ-ნ ნათია თურნავასთან.

აგრეთვე, თანამშრომლობის გაღრმავების, მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივის და იმპორტის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციას (KOIMA) შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

2019 წლის 27 სექტემბერი