საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილიაუნისა და ჰანკუკის უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტი: საქართველო და კორეა: ისტორიული გამოცდილების პარალელები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰანკუკის უნივერსიტეტი კორეის რესპუბლიკაში (Hankuk University of Foreign Studies) 2019-2021 წლებში განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევით პროექტს: საქართველო და კორეა: ისტორიული გამოცდილების პარალელები (Georgia and Korea: Parallels in the Historical Experience).

პროექტის ფარგლებში მომზადდება და ჰანკუკის უნივერსიტეტში პირველად დაინერგება საქართველოს კვლევების სასწავლო მოდული (ენის კურსები, ცივილიზაციის ისტორია), ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – ანალოგიური ფორმატის კორეის კვლევების მოდული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ფარგლებში, შეიქმნება კორეის კვლევების ცენტრი. პროექტში ჩართული ქართველი და კორეელი პროფესორების მონაწილეობით სეულსა და თბილისში გაიმართება სამი საერთაშორისო კონფერენცია, გამოიცემა ერთობლივი სამეცნიერო კრებულები, მომზადდება მასალები და სახელმძღვანელოები სასწავლო მოდულებისთვის.

პროექტი დაფინანსებულია კორეის კვლევების აკადემიის მიერ (Academy of Korean Studies). პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო კორეაში და კორეის საელჩო საქართველოში.

2019 წლის 1 ოქომბერი