საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

მიმდინარე წლის 16-20 სექტემბერს, ქ. სეულს, კორეის რესპუბლიკა, სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბ-ნი შალვა მაისურაძე დელეგაციითურთ.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კორეის პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ბ-ნ ლი მიუნგჰო-სთან და ამავე კომიტეტის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ვიზიტების ურთიერთგაცვლის, გამოცდილების გაზიარების, ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადების საკითხები. აგრეთვე, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განვითარებაზე და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე.

აგრეთვე კომიტეტების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების თანამშრომლობის მემორანდუმს.

2019 წლის 16 სექტემბერი