საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ლექცია „გამოწვევები და ახალი რეალობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის“

30 ივლისს, საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკის სუნგკიუნკვანის უნივერსიტეტში გამართა ლექცია „გამოწვევები და ახალი რეალობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, სადაც ყურადღება გამახვილდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომზე.

გამოსვლაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიაზე, რომელსაც რუსეთის მიერ, საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია მოყვა. ბ-ნმა ოთარ ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა ოფიციალური მოსკოვის უკანონო ქმედებებზე ბოლო 11 წლის განმავლობაში, რაც ყოვეწლიურად ამძიმებს  ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის უკანონო ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთი რეგიონების ანექსიისკენ. საუბარი ასევე შეეხო, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, მიუხედავად რუსეთის მუდმივი პროვოკაციული ქმედებებისა, უზრუნველყონ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

დასასრულს, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად 2008 წლის აგვისტოს ომის გამოწვევებისა, შეუქცევადად მიმდინარეობს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, აგრეთვე ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

2019 წლის 30 ივლისი