საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულში იმპორტირებული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა

27 ივნისს სეულის უმსხვილეს საგამოფენო ცენტრ COEX-ში გაიხსნა კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) მიერ ორგანიზებული Imported Goods Fair 2019. გახსნის ცერემონიაში KOIMA-ს თავმჯდომარესთან ერთად სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა.

გამოფენა სამდღიანია და მასზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი კომპანია. მიმდინარე წელს გამოფენას პირველად ესწრება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 6 კომპანიასთან ერთად: „Georgia’s Natural“, „GeoPriprava“, „Waime“, „Herbia“, „Caucasus Organic“ და „GeoFresh“.

2019 წლის 27 ივნისი