საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის, ბ-ნი შალვა ცისკარაშვილის ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

29-30 მაისს, ქ. სეულში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის, ბ-ნი შალვა ცისკარაშვილის სამუშაო ვიზიტი. გაიმართა ორმხრივი შეხვედრები: კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების ბიუროს გენერალურ დირექტორთან, ბ-ნ კვეონ კი-ჰვანთან და განვითარების თანამშრომლობის ბიუროს, გენერალურ დირექტორთან, ქ-ნ ოჰ ჰიუნჯოსთან. ვიზიტის ფარგლებში, ბ-ნმა შალვა ცისკარაშვილი ასევე შეხვდა, ელჩს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს, ბ-ნ კიმ გუნს.

კორეის მხარესთან განხილულ იქნა, ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების სფეროში არსებული დღის წესრიგი. საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და პერსპექტივებს, აგრეთვე კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერას. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების მაღალ მნიშვნელობას. ყურადღება ასევე გამახვილდა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის,კორეას და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხზე.

შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ კორეულ მხარეს საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები.

2019 წლის 31 მაისი