საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ლექცია კორეის უნივერსიტეტში

16 აპრილს, საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა კორეის უნივერსიტეტის ევროკავშირის კვლევების ცენტრში წაიკითხა საჯარო ლექცია „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ურთიერთობები კორეის რესპუბლიკასთან“.

გამოსვლაში, ბატონმა ოთარ ბერძენიშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ისტორიული წარსული და კულტურა. ლექციის ძირითადი ნაწილი დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, კერძოდ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესზე.

აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და მისი შენარჩუნების მიზნით, ქვეყნის უხალეს ისტორიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საუბარი შეეხო 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს და მის უკიდურესად მაღალ მნიშვნელობას, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის, აგრეთვე თანამედროვე სამყაროს ჩამოყალიბების პროცესისთვის.

ლექციის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ელჩმა უპასუხა დამსწრე და აკადემიური წრეების წარმომადგენლების და სტუდენტების კითხვებს.

2019 წლის 17 აპრილი