საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის სახალხო დიპლომატიის საღამო

5 დეკემბერს, ადგილობრივი წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთის Korea JoongAng Daily-სა და კორეის კვლევითი ინსტიტუტის (KIAS) თანაორგანიზებით გაიმართა სახალხო დიპლომატიის საღამო, სადაც წარმოდგენილი იყო მიმდინარე წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სეულში არსებული დიპლომატიური მისიების სტატიები. საღამოს საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდნენ ქალაქ სეულის მერი და კორეის რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ღონისძიება მხარდაჭერილი იყო საქართველოს საელჩოს მიერ, გამომსვლელთა შორის სიტყვით წარსდგა საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი. მოწვეულ პირებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ ქვეყნის ტრადიციებს.

საღამოს ფარგლებში აგრეთვე მოეწყო ქართული ღვინის დაყენების უძველესი კულტურის და მისი ისტორიის შემეცნებითი კუთხე.

2018 წლის 6 დეკემბერი