საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანონსი

საქართველოს საელჩოს და კორეის ფონდის თანამშრომლობით, მსოფლიო ფილმების კვირეულზე 5 დეკემბერს, სეულში „KF Global Center”-ში ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიორგი შენგელაიას მხატვრული ფილმი „ფიროსმანი“.

ღონისძიება იმართება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში.

ფილმის ჩვენება გაიმართება ქართულ ენაზე, კორეული სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.

ადგილების დაჯავშნა შესაძლებელია 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე:

English: https://goo.gl/U4pESd

Korean: https://goo.gl/b8j1pZ

„ფიროსმანი“-ის ჩვენება „KF Global Center”-ში აგრეთვე გაიმართება 12 და 19 დეკემბერს.

2018 წლის 27 ნოემბერი