საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. სეულში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის აზია-ოკეანეთის შეხვედრა

5-6 ნოემბერს, ქ. სეულში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის აზია-ოკეანეთის შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 55-მდე ქვეყნის 500-ზე მეტმა დელეგატმა.

საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის აზია-ოკეანეთის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მერიის, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

2018 წლის 6 ნოემბერი