საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ლექცია შინგვანგის სკოლაში

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის ფარგლებში საელჩო აგრძელებს კორეის რესპუბლიკის უმაღლეს და ზოგად საგანმანათლებლო სასწავლებლებში საჯარო ლექციების ჩატარების ციკლს, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდა.  ამჯერად, ქ. სეულის იონგსანგის რაიონის შინგვანგ-ის სკოლის ბოლო კლასებისთვის კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ქვეყნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით და პრეზენტაციის სახით დამსწრე აუდიტორიას ქვეყნის ისტორია, კულტურა და უძველესი ტრადიციები გააცნო. ლექციის დასრულების შემდგომ კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა საუბარი.

2018 წლის 2 ნოემბერი