საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება დააკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაცი მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება ამ/წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: seoul.emb@mfa.gov.ge.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
კარგად ფლობდეს კორეულ ენას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს კორეის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

კონკურსის თემატიკა:
საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“;
საქართველო-კორეის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: seoul.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ქ. სეული, 04349, იონგსან-გუ, ითევონ რო, 27-ე ქუჩა, N30.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +82 (2) 792-7118

 

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf