საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სეულის საერთაშორისო მწერალთა ფესტივალი

კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტის (Literature Translation Institute of Korea, LTI Korea) ორგანიზებით, მ. წ. 21-27 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში იმართება სეულის საერთაშორისო მწერალთა ფესტივალი. ღონისძიება ტარდება კორეის რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროს, ასევე ხელოვნების და კულტურის სეულის ფონდის მხარდაჭერით.

15 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, LTI Korea-ს მოწვევით, ფესტივალში საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებს მწერალი, ქ-ნი ნინო სადღობელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ LTI Korea-ს ხელშეწყობით და კორეაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ინსტიტუტმა 2018 წელს, კორეულ ენაზე თარგმნა და გამოსცა ქართული მოთხრობების კრებული სახელწოდებით „მექათმე გაბრიელის ბაღი“, რომელშიც შესულია ათი თანამედროვე მწერლის ნაწარმოები.

ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, ღონისძიების მიმდინარეობისას დააგემოვნებინა ქართული ღვინო.

კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტი (LTI Korea) და საქართველოს საელჩო აქტიურად თანამშრომლობენ, სამომავლოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციის სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საკითხზე.

2018 წლის 26 ოქტომბერი