საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტში ქართული ენის შემსწავლელი კურსი გაიხსნა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში საელჩომ მიმდინარე წელს კორეის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსტიტეტთან ჩატარებული აქტიური მუშაობის შედეგად, უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ქართული ენის შემსწავლელი კურსის გახსნასთან დაკავშირებით, რომელსაც წარუძღვება კორეაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ბ-ნი ოთარ ბერეჟიანი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან მსგავსი პროექტი კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პირველად ხორციელდება.

2 ოქტომბერს ჰანკუკის უნივერსიტეტს ეწვია კორეაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი. ელჩი გაეცნო ქართული ენის შემსწავლელი კურის მიმდინარეობას და შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ჰანკუკის უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და აკადემიურ წრეებს შორის კონტაქტების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ჰანკუკის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსი აღნიშნული მემორანდუმით განსაზღვრული თანამშრომლობის თვალსაჩინო შედეგს წარმოადგენს.

2018 წლის 2 ოქტომბერი