საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის მიწის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრის ვიცე-მინისტრთან

დღეს, ინფრასტრუქტურულ საკითხებში თანამშრომლობის გლობალური კონფერენციის (GICC 2018) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ კაციამ შეხვედრა გამართა კორეის რესპუბლიკის მიწის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის მინისტრის მე-2 ვიცე-მინისტრთან, კიმ ჯონგ-რიოლთან. ორმხრივ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში კორეული კომპანიების მონაწილეობისა და სამომავლო თანამშრომლობის, აგრეთვე უწყებათა შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების საკითხები.

2018 წლის 20 სექტემბერი