საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკას ეწვია

2-5 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ბ-ნ თეიმურაზ ტუღუშისა და მოსამართლის, ქ-ნ ირინე იმერლიშვილის შემადგენლობით კორეის რესპუბლიკას ეწვია. ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში და დაესწრო ხსენებულ იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და კორეის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო კონტროლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, აგრეთვე ვიზიტების და სამეცნიერო ნარკვევების გაცვლას.

2018 წლის 4 სექტემბერი