საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო მონაწილეობას იღებს KOTFA-2018-ში

14-17 ივნისს ქ. სეული მასპინძლობს აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას - KOTFA-2018, რომელშიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ტრადიციულად იღებს მონაწილეობას და მხარს უჭერს ადგილზე წარმოდგენილ ქართულ ტურისტულ კომპანიებს. 

გამოფენის გახსნის დღეს, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა KOTFA-ს პრეზიდენტთან, რა დროსაც მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ქვეყნის მასშტაბით ხსენებული ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა გამოფენებში საქართველოს საელჩოს მონაწილეობის მხარდაჭერაზე. 

ღონისძიების ფარგლებში ელჩმა ასევე მისცა ინტერვიუ ტურიზმის სფეროში წამყვან ადგილობრივ მედია საშუალებებს. 

საქართველოს ჯიხურთან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა მოინახულოს კულტურული და ეთნოგრაფიული კუთხე და დააგემოვნოს ქართული ღვინო, ჭაჭა, ნატურალური წვენები და მინერალური წყლები.

   

2018 წლის 14 ივნისი