საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ორი კორეის პირველ პირებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2018 წლის 27 აპრილს, პანმუნჯეომში კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოე კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის გამართული სამიტის შედეგებს


საქართველო მხარს უჭერს დიალოგის და მოლაპარაკებების პროცესს და უკანასკნელ პერიოდში გამოჩენილ აქტიურ ძალისხმევას, რამაც მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის წინაპირობა შექმნა. მისასალმებელია ლიდერების მიერ ხელმოწერილიპანმუნჯეომის დეკლარაციარომელიც ემსახურება როგორც ორი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების საერთო ამოცანას - უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფას.


ვიმედოვნებთ, რომ 27 აპრილის შეხვედრაზე მიღწეული ხელშესახები შედეგები მყარ საფუძველს შექმნის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც კორეის ნახევარკუნძულის და რეგიონის სტაბილურობას, ასევე კორეელი ხალხის კეთილდღეობას.       


2018 წლის 30 აპრილი